G-PriEd-ის მიზანი
საქართველოს დაწყებითი განათლების
პროექტი (G-PriEd) აშშ საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ
დაფინანსებული 5-წლიანი პროგრამაა. მისი
მიზანია საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერა
დაწყებით კლასების (I-VI) მოსწავლეების
მიღწევების გაუმჯობესებაში კითხვასა და
მათემატიკაში. G-PriEd-ი ასევე ხელს
უწყობს მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულ ცენტრს
დაწყებითი კლასების
მასწავლებლებისთვის ინოვაციური
ტრენინგპროგრამისა და სკოლის ბაზაზე
პროფესიული განვითარების დანერგვასა და
განხორციელებაში.